ნიუ იორკში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს სულ მცირე 19 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი ემსხვერპლა
ნიუ იორკში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს სულ მცირე 19 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი ემსხვერპლა

ნიუ იორკში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს სულ მცირე 19 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრონქსის უბანში მდებარე 19-სართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად, სულ მცირე 63 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 32-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ცეცხლის ჩასაქრობად შემთხვევის ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე მივიდა. ხანძრის ადგილზე იმყოფებოდა ნიუ იორკის მერი ერიკ ადამსი.

„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძარი, რაც ჩვენ ვნახეთ თანამედროვე დროში აქ, ქალაქ ნიუ იორკში“, – განაცხადა ადამსმა.

დატოვე კომენტარი