ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა
ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. „ასოშიეთედ პრესი” წერს, რომ დაშავებულებს შორის შვიდი მეხანძრე, ერთი პოლიციელი და ერთი ადგილობრივი მოსახლეა.

მასშტაბური ხანძრის ჩაქრობაში, რომელიც მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, 200 მეხანძრე მონაწილეობდა.

ცეცხლი ექვსსართულიანი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა. მომხდარის მიზეზი კვლავ უცნობია. ხანძრის ლიკვიდაციას ქარი უშლიდა ხელს.