ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ხანძარი Bronx Tuesday-ის საცხოვრებელში გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი პირველ სართულზე მდებარე ავეჯის მაღაზიაში გაჩნდა და მოგვიანებით, ოთხსართულიან შენობაზე მთლიანად გავრცელდა.
როგორც ABC იუწყება, დაშავებულთა შორის ექვსი ზრდასრული და ცხრა ბავშვია. ექიმების ცნობით, ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
მეხანძრეებმა შენობიდან ხალხის გამოსაყვანად ფანჯრის მინები ჩაამტვრიეს.
ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.