აშშ-ში მცხოვრებმა ქართველებმა ნიუ იორკში, ბრაიტონზე, ოკეანის პირას ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია გამართეს.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აქციას სახელწოდებით – #ნუმომკლავ სხვადასხვა შტატში მცხოვრები მოქალაქეები დაესწრნენ.
აქციაზე შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს შვილმკვდარ ოჯახებს და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.