ნიუ იორკში აქცია სახელწოდებით – #ნუმომკლავ გაიმართა

21:04, 02.06.2018

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველებმა ნიუ იორკში, ბრაიტონზე, ოკეანის პირას ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია გამართეს.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აქციას სახელწოდებით – #ნუმომკლავ სხვადასხვა შტატში მცხოვრები მოქალაქეები დაესწრნენ.

აქციაზე შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს შვილმკვდარ ოჯახებს და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.

მსგავსი