ნინო ხომერიკი ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს გრან-პრის მესამე ეტაპის გამარჯვებულია
თანატოლთა შორის ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ნინო ხომერიკი ელვისებურ ჭადრაკში ქალთა გრან-პრის მესამე ეტაპის ერთპიროვნული გამარჯვებულია.
ნინომ 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა მოაგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო ქალთა შორის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს ინგა ხურცილავას.
ევროპის საკლუბო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული სოფო გვეტაძე კი 6 ქულით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.