ნინო ხარატიშვილის რომანი „კატა და გენერალი“ გერმანული ლიტერატურული პრემიის მოკლე სიაში მოხვდა
ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის რომანი „კატა და გენერალი“ გერმანული ლიტერატურული პრემიის Deutscher Buch Preis 2018-ის მოკლე სიაში მოხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა „ინტელექტი“ ავრცელებს.
პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის გრძელი სია ოფიციალურ ვებგვერდზე აგვისტოში გამოქვეყნდა. პრემიაზე წარდგენილი წიგნების მოკლე სია კი, რამდენიმე
საათის წინ გახდა ცნობილი.
პრემიის მფლობელი 8 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნამდე ერთი დღით ადრე გამოვლინდება.
რომანი „კატა და გენერალი“ ფსიქოლოგიურად ღრმა რომანია დანაშაულისა და სასჯელის, ქვეყნებსა და ადამიანების გონებაში მიმდინარე ომებისა და მშვიდობის ძებნის შესახებ.
ნინო ხარატიშვილი 1983 წელს თბილისში დაიბადა. სწავლობდა კინორეჟისურას, შემდეგ კი თეატრალურ რეჟისურას ჰამბურგში. მისი პირველი წიგნი Der Cousin und Bekina 2002 წელს გამოიცა. ამ დროისათვის არის გეტინგენის თეატრის მუდმივი ავტორი. 2018 წელს მიენიჭა ბერტოლდ ბრეხტის პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია.