ნიკოლოზ სამხარაძე - უკრაინელ კოლეგასთან განვიხილე ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები საერთო მიზნების მისაღწევად
პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თავის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.
როგორც სამხარაძე აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები განიხილეს.
„მოხარული ვარ, შევხვდე ჩემს უკრაინელ კოლეგას პრაღაში „ფორუმ-2000“-ის ფარგლებში. ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად და საერთო საფრთხეებთან საბრძოლველად. მოუთმენლად ველოდები, რომ ვუმასპინძლო მას თბილისში“, – წერს სამხარაძე.