ნიკოლოზ სამხარაძე – უკრაინელ კოლეგასთან განვიხილე ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები საერთო მიზნების მისაღწევად
პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თავის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.
როგორც სამხარაძე აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები განიხილეს.
„მოხარული ვარ, შევხვდე ჩემს უკრაინელ კოლეგას პრაღაში „ფორუმ-2000“-ის ფარგლებში. ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად და საერთო საფრთხეებთან საბრძოლველად. მოუთმენლად ველოდები, რომ ვუმასპინძლო მას თბილისში“, – წერს სამხარაძე.
Delighted to meet my 🇺🇦 colleague @Forum_2000 in Prague. We discussed ways to enhance strategic partnership between 🇬🇪 and 🇺🇦 in order to achieve our common goals and fight with common threats. Looking forward to hosting him in Tbilisi. pic.twitter.com/QBdVRUwXil
— Nikoloz Samkharadze (@Samkharadze79) August 31, 2022