ნიკოლოზ ჩხეტიანი - გიგანტური ჭარბვალიანობის პრობლემა ძირეულად გადაიჭრა
გიგანტური ჭარბვალიანობის პრობლემა ძირეულად გადაიჭრა, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა. მისი თქმით, ფონდმა „ქართუმ“ უპრეცედენტო სოციალური სოლიდარობის აქცია განახორციელა, რომელსაც ჯამში 610 000 ბენეფიციარი ჰყავს.
„მოგეხსენებათ, ჩვენ განვახორციელეთ უპრეცედენტო სოციალური სოლიდარობის აქცია, რაც გულისხმობდა ვალების ჩამოწერის პროგრამას. ჯამში 610 000 ბენეფიციარი ჰყავს პროგრამას, რომელთაც ჩამოეწერათ ოთხ მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება. ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწევდათ მათ და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას. ვფიქრობ, ეს უკეთეს სასტარტო პოზიციებს აძლევს სრულიად საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას, რომ ეკონომიკური კუთხით განვითარება გააგრძელოს. მოხდა გიგანტური ჭარბვალიანობის პრობლემის ძირეული გადაჭრა“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.