ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ, დასავლეთის ქმედებების გამო, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე გაზრდილია
ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ, დასავლეთის ქმედებების გამო, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე გაზრდილია

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ, დასავლეთის „დესტრუქციული ქმედებების“ გამო, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე გაზრდილია. ამის შესახებ ნიკოლაი პატრუშევმა მოსკოვში, დსთ-ის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნების შეკრებაზე განაცხადა.

„აშშ-ის პოლიტიკის დესტრუქციულობის კანონზომიერი შედეგი არის გლობალური უსაფრთხოების გაუარესება. მათი უპასუხისმგებლო ქმედებები არა მარტო ძველი კრიზისების გაღვივებას უწყობს ხელს, არამედ აჩენს ახლებს და ხელს უშლის კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას, რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს ახლო აღმოსავლეთში“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მისივე თქმით, აშშ-ის პოლიტიკა სტიმულს აძლევს საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების ზრდას, მათ შორის ტერორიზმის, ნარკოტრეფიკის, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის.

„იზრდება ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხე. დაჩქარებული ტემპით ხდება კოსმოსისა და კიბერსივრცის მილიტარიზაცია“, – განაცხადა პატრუშევმა.