რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი - „რამშტაინის“ კოალიციის წევრი 50-მდე ქვეყანა შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის მხარეს მონაწილეობს
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი - „რამშტაინის“ კოალიციის წევრი 50-მდე ქვეყანა შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის მხარეს მონაწილეობს

„რამშტაინის“ კოალიციის წევრი 50-მდე ქვეყანა შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის მხარეს მონაწილეობს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

„ნატო-ს ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების წვრთნა აქტიურად მიმდინარეობს. კიევის რეჟიმის მხარეს შეიარაღებულ კონფლიქტში ე.წ. რამშტეინის კოალიციის წევრი 50-მდე ქვეყანა მონაწილეობს“, – განაცხადა ნიკოლაი პატრუშევმა ნიუ დელიში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ქვეყნების უსაფრთხოების საბჭოების მდივნების სხდომაზე.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ამერიკელებისა და მათი სატელიტების მსოფლიო ჰეგემონიის სურვილის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მათ მიერ პროვოცირებული კრიზისი უკრაინაში.