რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან რუსეთისთვის სამხედრო საფრთხეები იზრდება
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან რუსეთისთვის სამხედრო საფრთხეები იზრდება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან რუსეთისთვის სამხედრო საფრთხეები იზრდება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

პატრუშევის თქმით, ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება რუსეთის საზღვრებთან, სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურება, ტაქტიკური ბირთვული იარაღის არსებობა ევროპაში ზრდის სამხედრო საფრთხეებს რუსეთისთვის.

„ნატო-ს წვრთნებმა – „ევროპის დამცველმა,“ რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა და შემუშავდა ძალების, აქტივების გადასროლის გეგმები მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ს აგრესიულობა“, – აღნიშნა ნიკოლაი პატრუშევმა.