ნიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტებმა რეგიონში 12 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს
უკრაინის ნიკოლაევის რეგიონს ახალი სარაკეტო დარტყმები მიაყენეს. დაიბომბა პორტის ინფრასტრუქტურა და კერძო საწარმოები, დაბომბილია რეგიონული ტერიტორიებიც, არის მსხვერპლი. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება.
„პირველ ივლისს ნიკოლაევზე 12 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. დაიბომბა პორტის ინფასტრუქტურა და კერძო საწარმოები. ქალაქ ნიკოლაევის სამხედრო კომენდანტის ინფორმაციით, მოწინააღმდეგის 1 რაკეტა ჩამოაგდეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე დილით, 2 ივლისს, ნიკოლაევში აფეთქებები ისმის. ზუსტდება ინფორმაცია ზიანის თაობაზე.