დღეიდან ჩემი ქვეყანა მართლაც ძალიან ძლიერია, – ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა დიმიტროვმა ბრიუსელში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ნატო არის უსაფრთხოება, სტაბილურობა, ვაშინგტონის შეთანხმებაში ჩაწერილი ღირებულებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია.
„ეს არის ოჯახი, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მსოფლიო უფრო მეტი მშვიდობა იყოს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გადავჭრათ პრობლემები. გავაგრძელებთ რეფორმებს კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და თავდაცვის სფეროში. გვეყოლება 29 მეგობარი და მოკავშირე. ქვეყნების სიძლიერეს განაპირობებს მეგობრების სიძლიერეც.
დღეიდან ჩემი ქვეყანა მართლაც ძალიან ძლიერია. მე ვარ ძალიან ბედნიერი. მე მაქვს ისტორიული პრივილეგია, რომ წარმოვადგინო მაკედონიის რესპუბლიკა დღეს ნატო-ში. მადლობას ვუხდი ნატო-ს წევრ ქვეყნებს, აქ წარმოდგენილ მათ ელჩებს, ვინც ჩვენ დაგვეხმარა პროცედურების დაჩქარებაში. ჩვენ აქ ვართ, ვართ მზად, შეგვიძლია და მოუთმენლად ველოდებით გაწევრიანების შემდეგ ჩვენი მოვალეობების შესრულებას და პასუხისმგებლობის აღებას“, – განაცხადა ნიკოლა დიმიტროვმა.
ბრიუსელში ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს დღეს მოეწერა ხელი.