სერბეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერებმა ე.წ. მინი შენგენის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სერბეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერებმა ე.წ. მინი შენგენის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სერბეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ე.წ. მინი შენგენის შეთანხმებას, რაც გულისხმობს ქვეყნებს შორის თავისუფალ გადაადგილებას.

შეთანხმების მიხედვით სერბეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეები 2021 წლიდან საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით შეძლებენ.

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ეს შეთანხმება სამი ქვეყნის ხალხისთვისაა, რომლებიც უკეთეს მომავალს იმსახურებენ. ერთობლივ პრესკონფერენციაზე სამი ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბალკანეთის რეგიონის ექვსივე ქვეყანას ელოდებიან.

მათი განმარტებით შეთანხმება არ ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმას, პირიქით თვლიან, რომ ეს ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს.

„ჩვენი გზავნილი ასეთია, რომ რეგიონში პოლიტიკური ურთიერთობები ხდება უფრო მარტივი, რომ ბალკანეთი ეს არის სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მქონე რეგიონი, რომელიც ორიენტირებულია ევროინტეგრაციასა და საკუთარი მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე“, – განაცხდა ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა.