ირაკლი სესიაშვილი - ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანებით დასტურდება, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ჩვენი პერსპექტივები იზრდება
ირაკლი სესიაშვილი - ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანებით დასტურდება, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ჩვენი პერსპექტივები იზრდება

ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანებით საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწევს წინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავნჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს მინისტერიალიდან დიდი მოლოდინებია.

„საქართველო მართლაც გამორჩეული ასპირანტი ქვეყანაა. ჩრდილოეთ მაკედონია მალე ნატო-ს წევრი გახდება, ამით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწევთ წინ. აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივები იზრდება. ასევე იზრდება ის პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო დონეზე ძალიან სჭირდება. საქართველოს პროგრესი და წარმატებები აღიარებულია, განსაკუთრებით, თავდაცვის სფეროში. მინისტერიალიდან მოლოდინები დიდი გვაქვს. ტექნიკურ ნაწილში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება და პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება“,-განაცხადა ირაკლი სეისაშვილმა.