ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 480 საარჩევნო უბანი. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 1,8 მილიონ ადამიანს აქვს. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს – მმართველი „სოციალ დემოკრატიული“ პარტიის წევრი სტევო პენდაროვსკი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა.

პირველი ტურის შედეგად პენდაროვსკიმ – 322 581 ხმა მიიღო, ხოლო სილიანოვსკა-დავკოვამ 318 341.

სოციოლოგიური გამოკითხვებით, მეორე ტურის წინ მმართველი პარტიის კანდიდატს ელექტორატის 25, ხოლო ოპოზიციონერს 16 პროცენტი ემხრობა. ამომრჩეველთა 40 პროცენტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭერს მხარს.

ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნები იმ შემთხვევაში შედგება, თუ კენჭისყრაში ამომრჩეველთა 40 პროცენტი მაინც მიიღებს მონაწილეობას.

არჩევნების შედეგები დღეს ღამით გახდება ცნობილი.