მას შემდეგ რაც „შარლოტმა“ დაიმატა გორდონ ჰეივორდი, ნათელი გახდა, რომ გუნდი ნიკოლა ბატუმს გამოემშვიდობება.
ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ 32 წლის მსროლელი „ლოს ანჯელეს კლიპერსში“ გადასვლას გეგმავს. წყარო ჯერჯერობით არ ასახელებს გარიგების დეტალებს. უცნობია, თუ რა პირობებზე შეთანხმდებიან ლოს ანჯელესური გუნდი და ფრანგი კალათბურთელი, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ თუ ეს გარიგება შედგა, ბატუმი უფრო ძლიერ კოლექტივში გააგრძელებს კარიერას.