ნიკოლ ფაშინიანი-როდესაც აზერბაიჯანი სომხური სახელმწიფოებრიობის განადგურებით იმუქრება, კომპრომისზე საუბარი უცნაურია
ნიკოლ ფაშინიანი-როდესაც აზერბაიჯანი სომხური სახელმწიფოებრიობის განადგურებით იმუქრება, კომპრომისზე საუბარი უცნაურია

სომხეთის ოპოზიციის ლიდერის თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების კომპრომისული ვარიანტი  მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ აზერბაიჯანი აღიარებს მთიანი ყარაბაღის ხალხის თვითგამორკვევის უფლებას.

ეს განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„იმ ატმოსფეროში, როდესაც აზერბაიჯანი სომხური სახელმწიფოებრიობის განადგურებით იმუქრება, კომპრომისზე საუბარი უცნაურია. ამ პირობებში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებზე. რაიმე კომპრომისული ვარიანტის განხილვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანს ექნება მკაფიო გზავნილი, რომ ის მზადაა აღიაროს მთიანი ყარაბაღის ხალხის თვითგამორკვევის უფლება. სხვა ვარიანტი არ არსებობს“ – განაცხადა ფაშინიანმა.