ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტს ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გათავისუფლებას თხოვს
სომხეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პოლიციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ გასპარიანისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მეთაურის, გეორგ კუტოიანის გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ფაშინიანმა სოციალური ქსელის, facebook – ის საშუალებით გაავრცელა.
ხელმოწერილი დოკუმენტი პრემიერმა პრეზიდენტს გადაუგზავნა.
იმისთვის, რომ აღნიშნული პირები თანამდებობიდან გაათავისუფლონ, დოკუმენტს ხელი არმენ სარგსიანმა უნდა მოაწეროს.