ნიკოლ ფაშინიანი - ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი გამაცნო
ნიკოლ ფაშინიანი - ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი გამაცნო

ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანის პრეზიდენტი გააცნო. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ში განთავსებულ ვიდეოში განაცხადა.

„საფეხბურთო მატჩის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა პატარა შეხვედრა გამართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერების ფორმატში. შეხვედრას აზერბაიჯანის პრეზიდენტიც ესწრებოდა. ვლადიმერ პუტინმა ერთმანეთი გაგვაცნო. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს გამარჯობა ვუთხარით, საუბარი და დისკუსია არ ყოფილა“ – თქვა ფაშინიანმა.