ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს, რუსეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს, რუსეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა

სომხეთის ოპოზიციური ფრაქცია „ ელქის“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს, რუსეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ ფაშიანიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა.

„დღეს მე მქონდა შეხვედრები რუსეთის ელჩთან, ივან ვოლინკინთან, აშშ-ის ელჩთან, რიჩარდ მილსთან, ევროკავშირის ელჩთან, პეტრ სვიტალსკისთან და საქართველოს ელჩთან, გიორგი საგანელიძესთან. ელჩებს მივაწოდე ინფორმაცია  შიდა კრიზისის დასარეგულირებლად მიღწეულ შეთანხმებაზე“, – ამბობს ნიკოლ ფაშინიანი.

ელქის“ ლიდერის განცხადებით, საუბარი ასევე შეეხო დღის წესრიგის სხვა საკითხებს. ფაშინიანის თქმით, სომხეთში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.