ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტს ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გათავისუფლებას თხოვს

11:32, 10.05.2018

სომხეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პოლიციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ გასპარიანისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მეთაურის, გეორგ კუტოიანის გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება  ფაშინიანმა სოციალური ქსელის, facebook – ის საშუალებით გაავრცელა.

ხელმოწერილი დოკუმენტი პრემიერმა პრეზიდენტს გადაუგზავნა.

იმისთვის, რომ აღნიშნული პირები თანამდებობიდან გაათავისუფლონ, დოკუმენტს ხელი არმენ სარგსიანმა უნდა მოაწეროს.

მსგავსი