ნიკი ჰეილი იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებული კენჭისყრის თაობაზე საქართველოს მადლობას უხდის 
ნიკი ჰეილი იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებული კენჭისყრის თაობაზე საქართველოს მადლობას უხდის 

აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში ნიკი ჰეილი საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას, ვინც იერუსალიმის სტატუსის უცვლელობას მხარი არ დაუჭირა, თავი შეიკავა ან კენჭისყრაში არ მონაწილეობდა, მადლობას უხდის. შესაბამისი განცხადება ჰეილიმ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა.

„ჩვენ ვაფასებთ, იმ ქვეყნებს, ვინ არ დაადგა გაერთიანებული ერების უპასუხისმგებლო გზას“, – წერს გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი.

შემდეგ, მას ჩამოთვლილი ჰყავს სახელმწიფოები, რომლებმაც იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, თავი შეიკავეს ან არ გამოცხადდნენ დარბაზში.

მათ შორის, არის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, უნგრეთი, ავსტრალია, ჩეხეთი, ხორვატია, პოლონეთი, რუმინეთი, ლატვია და სხვები.

სულ იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციას მხარი 128 სახელმწიფომ დაუჭირა, ხოლო იმ ქვეყნების საერთო რაოდენობა, რომლებმაც დოკუმენტს ხმა არ მისცეს, თავი შეიკავეს ან არ გამოცხადდნენ დარბაზში, 65-ა.

ქართულმა დელეგაციამ იერუსალიმის სტატუსზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.