პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე გახდა.
ამის შესახებ მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან ფართო და სიღრმისეული, შრომატევადი მოლაპარაკებების შედეგად წარმოგიდგენთ „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ განახლებულ შემადგენლობას. ჩვენ გვყავს ახალი პოლიტიკური საბჭო საქართველოს საუკეთესო მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული და ამ საბჭომ თავის თავმჯდომარედ აირჩია საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს საუკეთესო მოქალაქე, ნატო ჩხეიძე. ჩვენი პარტია, ქალბატონი ნატოს მეოხებით, გავხდით საპარლამენტო პარტია და ამისთვის მადლობას მას და მის მეუღლეს ზაზა ოქუაშვილს. მადლობა იმ დამსახურებისთვის, რაც მათ მიუძღვით ქართული ოპოზიციისა და ქართული დემოკრატიული საზოგადოების წინაშე, იმ ბრძოლის საქმეში, რომლესაც ჰქვია ოლიგარქიის დამარცხება და ქართული სახელმწიფოს აღდგენა“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.