ნიგერში შეიარაღებულ თავდასხმას 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ შვიდი ჯარისკაცი, ექვსი კი დაკარგულად მიიჩნევა.
შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით ტოროდის დასახლებაში მოხდა, რასაც აფეთქება მოყვა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
ისევე როგორც მეზობელ მალისა და ბურკინა ფასოში, ნიგერშიც შეიარაღებულ თავდასხმებს ალ-ქაიდასა და ისლამურ სახელმწიფოსთან აფილირებული დაჯგუფებები ახორციელებენ.