ნიგერში შეიარაღებულ თავდასხმას 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა

11:44, 02.08.2021

ნიგერში შეიარაღებულ თავდასხმას 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ შვიდი ჯარისკაცი, ექვსი კი დაკარგულად მიიჩნევა.

შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით ტოროდის დასახლებაში მოხდა, რასაც აფეთქება მოყვა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ისევე როგორც მეზობელ მალისა და ბურკინა ფასოში, ნიგერშიც შეიარაღებულ თავდასხმებს ალ-ქაიდასა და ისლამურ სახელმწიფოსთან აფილირებული დაჯგუფებები ახორციელებენ.

მსგავსი