ნიგერიის ქალაქ მუბიში, მეჩეთთან განხორციელებულ ტერაქტების სერიას 27 ადამიანი ემსხვერპლა.
დაშავებულია კიდევ 56 პირი. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი აფეთქების ხმა მეჩეთთან ადგილობრივი დროით, 13 საათზე გაისმა. მეორე აფეთქება კი რამდენიმე წუთის ინტერვალით, ამ ტერიტორიიდან 200 მეტრში მოხდა, სადაც ტერაქტით შეშინებული მოქალაქეები თავის დაღწევის მიზნით გარბოდნენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა ხელისუფლება ტერაქტის უკან, რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს” მოიაზრებს.