ნიდერლანდებს, ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად, ქარბუქი დაატყდა თავს
ნიდერლანდებს, ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად, ქარბუქი დაატყდა თავს.
უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დროებით შეჩერდა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი.
შეფერხებით მუშაობს საავტომობილო ტრანსპორტი და რკინიგზა. ამსტერდამისა და ეინდჰოვენის აეროპორტებში რეისების ნაწილი გადაიდო. მოქალაქეებს ურჩიეს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე სახლებიდან არ გავიდნენ. მომდევნო ათი დღის განმავლობაში ნიდერლანდებში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.
უხვი ნალექი მოვიდა გერმანიასა და დიდი ბრიტანეთშიც. ევროპელი სინოპტიკოსების განცხადებით, უამინდობა შტორმმა „დარსიმ“ გამოიწვია.