ალასკაზე ქარბუქის დროს დაკარგული ოთხი ბავშვი 27-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
ალასკაზე ქარბუქის დროს დაკარგული ოთხი ბავშვი 27-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

აშშ-ში, ალასკაზე ქარბუქის დროს დაკარგული ბავშვები 27-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

ორიდან 14 წლამდე ასაკის ოთხი ბავშვი თავიანთი სოფლიდან, ნუნამ იკუადან თოვლმავლით სასეირნოდ იყვნენ წასული, როდესაც ქარბუქი დაიწყო. მოგვიანებით, ისინი სოფლიდან 16 მილის დაშორებით იპოვეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბავშვებმა გვირაბს შეაფარეს თავი, რომელიც თოვლში თავად გააკეთეს. უფროსები ორი წლის პატარას შემოეხვივნენ, რათა მცირეწლოვანები თბილად ყოფილიყვნენ.

14 წლის კრისტოფერ ჯონსონს, რვა წლის ფრენკ ჯონსონს, შვიდი წლის ეტან კამილს და ორი წლის ტრეი კამილს ჰიპოთერმია აღენიშნებოდათ. ისინი ვერტმფრენით ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი კლინიკიდან უკვე გაწერილია, ორი კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.