ნიუფაუნდლენდს ძლიერმა ქარბუქმა გადაუარა
ნიუფაუნდლენდს ძლიერმა ქარბუქმა გადაუარა

კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდს ძლიერმა ქარბუქმა გადაუარა. ხელისუფლებამ სტიქიის გამო, კუნძულზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

მეტეოროლოგების ცნობით, ძლიერი ქარი და უხვი ნალექის ნიუფაუნდლენდზე ორი დღე გასტანს.

ქალაქ სენტ ჯონსში დახურულია სკოლები და ბაღები. არ მუშაობს სახელმწიფო დაწესებულებები და ბანკები. ქალაქში მხოლოდ სპეცტექნიკის გადაადგილებაა დაშვებული. უამინდობის გამო, გაუქმდა ათობით ავიარეისი.

ნიუფაუნდლენდის კუნძულზე სულ 480 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათგან 108 ათასი ქალაქ სენტ ჯონსში.