მარინ ლე პენი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთი უკრაინისთვის მატერიალური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის, მარინ ლე პენის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთი უკრაინისთვის მატერიალური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს.
ლე პენის თქმით, საფრანგეთის ბიუჯეტი უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევის შესაძლებლობას არ იძლევა, თუმცა მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ქვეყანა შეასრულებს უკრაინის წინაშე უკვე აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაში.
როგორც ლე პენმა საფრანგეთში, უკრაინის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უკრაინელ დიპლომატთან საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ელჩს სთხოვა, უკრაინის პრეზიდენტისთვის გადაეცა, რომ მასთან შეხვედრას ბრიუსელში ან პარიზში შეძლებდა.