ნიდერლანდების საელჩო - Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენელთა განცხადებებს
ნიდერლანდების საელჩო - Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენელთა განცხადებებს

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული მასალას ეხმაურება.

როგორც საელჩო წერს, სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს.

„Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს“,- აღნიშნულია საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

Financial Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოვლენ საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით, რომელიც მოიცავს ვარიანტებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, მიზანმიმართულ სანქციებსა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვაზე.