საქართველოში ნიდერლანდების საელჩო „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს​
საქართველოში ნიდერლანდების საელჩო „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს​

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს.

საელჩო მიმართავს მათ, უსაფრთხოების მიზნით დაიცვან დისტანცია „ღირსების მარშის“ დროს.

ნიდერლანდელ ტურისტებს ვურჩევთ, უსაფრთხოების მიზნით დაიცვან დისტანცია ღირსების მარშიდან, რადგან არსებობს რისკი, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა შესაძლოა, ძალადობრივი კონფრონტაცია დააპირონ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიას, თუმცა დაცვის პირობას დებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.