ნიდერლანდების საელჩო – Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენელთა განცხადებებს

22:51, 22.05.2024

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული მასალას ეხმაურება.

როგორც საელჩო წერს, სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს.

„Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს“,- აღნიშნულია საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

Financial Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოვლენ საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით, რომელიც მოიცავს ვარიანტებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, მიზანმიმართულ სანქციებსა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვაზე.

მსგავსი