Newsweek - ჩრდილო კორეა სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილ პირველ წყალქვეშა ნავს აშენებს
Newsweek - ჩრდილო კორეა სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილ პირველ წყალქვეშა ნავს აშენებს

სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ჩრდილო კორეა სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილ პირველ წყალქვეშა ნავს აშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას Newsweek-ი, ვაშინგტონში განთავსებულ აშშ-კორეის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ჩრდილო კორეის აღმოსავლეთ სანაპიროზე განთავსებულ გემთმშენებელ ქარხანაში ამწეები მასიურ მრგვალ ობიექტებს გადააადგილებენ.

აშშ-ის სადაზვერვო მონაცემების თანახმად, დასრულების შემდეგ წყალქვეშა ნავი ჩრდილო კორეის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ აშენებული ყველაზე დიდი ხომალდი იქნება.