Washington Posts - ჩრდილო კორეა ახალ ბალისტიკურ რაკეტებზე მუშაობს
Washington Posts - ჩრდილო კორეა ახალ ბალისტიკურ რაკეტებზე მუშაობს

ვაშინგტონთან ურთიერთობების დათბობის მიუხედავად, ჩრდილო კორეა ახალ ბალისტიკურ რაკეტებზე მუშაობს. აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოცემა Washington Posts-ს უთხრა, რომ სატელიტით გადაღებულ ფოტომასალაში, ადგილებზე, სადაც ბალისტიკურ რაკეტებზე მუშაობენ, აქტივობა შეინიშნება.

გამოცემა წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ჩრდილო კორეის ხელისუფლება დედაქალაქთან ახლოს ორ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას აწყობს.

ბალისიტკური რაკეტების პროგრამის გამო ჩრდილო კორეას საერთაშორისო სანქციები აქვს დაწესებული. ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, ივნისში სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა გაიმართა. ჩრდილო კორეის ლიდერმა მაშინ თქვა, რომ სარაკეტო პროგრამა იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ ფხენიანს ინტერვენციის საშიშროება აღარ ექნება.

დატოვე კომენტარი