გაერო-ს დამკვირვებლებმა ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული პროგრამის დასრულების მტკიცებულებები ვერ ნახეს
გაერო-ს დამკვირვებლებმა ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული პროგრამის დასრულების მტკიცებულებები ვერ ნახეს

გაერო-ს დამკვირვებლებმა ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული პროგრამის დასრულების მტკიცებულებები ვერ ნახეს. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ იტყობინება, ამის შესახებ ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშში, რომელსაც უწყების საბჭოს სხდომაზე სექტემბერში წარადგენენ.

ანგარიშის თანახმად, სპეციალისტებმა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სამიტის შემდეგ დააფიქსირეს რადიოქიმიური ლაბორატორიის მუშაობა. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთ კვლევით ცენტრში კვლავ გრძელდება 2015 წელს დაწყებული სამეწარმეო ციკლი.  დამკვირვებლება დაადგინეს, რომ ფხენიანი კვლავ აგრძელებს ურანის საწვავის წარმოებას.

შეგახსენებთ, 2009 წელს ჩრდილოეთ კორეამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს ბირთვული პროგრამების მონიტორინგი აუკრძალა, რის გამოც სააგენტოს საქმიანობის გაგრძელება ღია წყაროებისა და თანამგზავრული სურათების საფუძველზე მოუწია.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების სამიტი 2018 წლის 27 აპრილს გაიმართა, რომლის შემდეგაც ფხენიანმა და სეულმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების დაწყების შესახებ განაცხადეს.