NDI - გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზება არ უნდა მოხდეს
NDI - გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზება არ უნდა მოხდეს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზება არ უნდა მოხდეს.

როგორც NDI-ის კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა 18% მიიჩნევს, რომ მარიხუანის ლეგალიზება უნდა მოხდეს. გამოკითხულთა 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

რაც შეეხება კითხვას, უნდა მოიხადო თუ არა ციხის სასჯელი ადამიანმა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანა, ინტავენული, აბები და ა.შ.) პირადი მოხმარების გამო, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ უნდა მოიხადოს სასჯელი, 54% ფიქრობს, რომ არ უნდა მოხადოს სასჯელი, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 6%-მა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.