ნაზი ჯანეზაშვილი - უმჯობესია, შოთა ქადაგიძემ მიქაუტაძის კაბინეტში იშვიათად იაროს და გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღოს
ნაზი ჯანეზაშვილი - უმჯობესია, შოთა ქადაგიძემ მიქაუტაძის კაბინეტში იშვიათად იაროს და გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღოს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამავე საბჭოს წევრს შოთა ქადაგიძეს პასუხობს.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, შოთა ქადაგიძე როგორც წესი მხარს უჭერს მოსამართლეებსა და საბჭოს უმრავლესობას.

„შოთა ქადაგიძისნაირ უპრინციპო ადამიანებზე კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. როდესაც პარლამენტმა აირჩია, მაშინ აქვს იმის პასუხისმგებლობაც, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალურად. არ იჯდეს ყოველდღიურად გადაწყვეტილებების მიღების წინ გიორგი მიქაუტაძის კაბინეტში, ამიტომ ამ ადამიანის შეფასებაც კი მიჭირს.  უმჯობესია, რომ მიქაუტაძის კაბინეტში იშვიათად იაროს და გადაწყვეტილება მიიღოს ინდივიდუალურად“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა შოთა ქადაგიძემ დღეს განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ბოლო პერიოდში ცილისმწამებლურ, უსაფუძვლო და პოპულისტურ განცხადებებს ავრცელებენ.