იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე შოთა ქადაგიძე აირჩია
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე შოთა ქადაგიძე აირჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორი აირჩია. ამ თანამდებობაზე საბჭომ 11 ხმით შოთა ქადაგიძე დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი საბჭოს სხდომაზე ყველა დამსწრე წევრმა დაუჭირა.

შოთა ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო 2017-2021 წლებში.

დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა ინსპექტორმა, ზურაბ აზნაურაშვილმა მიმდინარე წლის ივნისში თავად მიმართა საბჭოს გათავისუფლების მოთხოვნით.

დამოუკიდებელი ინსპექტორი თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსის საფუძველზე ხუთი წლის ვადით ინიშნება. დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის დანიშნულება მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმება/გამოკვლევაა.