ნაზი ჯანეზაშვილი ერთ-ერთ გამოწვევად სასამართლოების თავმჯდომარეთა ინსტიტუტს მიიჩნევს
ნაზი ჯანეზაშვილი ერთ-ერთ გამოწვევად სასამართლოების თავმჯდომარეთა ინსტიტუტს მიიჩნევს

იუსტიცის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემის რეფორმის ერთ-ერთ გამოწვევად თავმჯდომარეთა ინსტიტუტს მიიჩნევს.

როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, ეს არის შიდა კულტურული პრობლემაც, რადგან მოსამართლეები თავმჯდომარეებს აღიქვამენ როგორც უფროსებს.

„ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სისტემა არის რადიკალურად შესაცვლელი. საჭიროა, ყველა მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, იყოს სასამართლოს თავმჯდომარე გარკვეული დროით“,-აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, კვლავ რჩება პრობლემად ინტერესთა კონფლიქტი და სასამართლოთა გადატვირთულობა.

„დღეისთვის კანონმდებლობა საკმარისად არ არეგულირებს ინტერესთან კონფლიქტის საკითხს და სწორედ ამან გამოიწვია, რომ თამარ ონიანი, საბჭოს წევრი მონაწილეობას მიიღებს თავისი მაზლის შეფასებასა და კენჭისყრაში. ასევე, მთავარი პრობლემა არის მოსამართლეთა გადატვირთულობა, რომელზეც მსჯელობა საერთოდ არ გამართულა. ეს ერთ-ერთი ისეთი საკითხია, რომელიც ეხება ყველას, ვინც სასამართლოს მიმართავს“,-აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.