ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ეგვიპტის ბუნებრივი გაზის ჰოლდინგის ხელმძღვანელობას შეხვდა
ეგვიპტეში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, კომერციულ დირექტორთან, ნიკოლოზ ფიცხელაურთან ერთად, ეგვიპტის ბუნებრივი გაზის ჰოლდინგის აღმასრულებელ დირექტორს მაგდი გალალსა და თავმჯდომარის მოადგილეს, იასენ მუჰამედ აჰმედს შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ეგვიპტის ბუნებრივი გაზის ჰოლდინგის სამომავლო თანამშრომლობის განხილვა.
„ძირითადი აქცენტი გაკეთდა რეგიონში არსებულ ვითარებასა და ენერგეტიკის სფეროს პერსპექტივებზე, მიმდინარე გამოწვევების გათვალისწინებით“, – აცხადებენ ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.