ძიუდო I ერაშვილი ლინცის ტურნირის მეოთხედფინალშია, ჩიქოვანი ასპარეზობას გამოეთიშა #1TVSPORT
ძიუდო I ერაშვილი ლინცის ტურნირის მეოთხედფინალშია, ჩიქოვანი ასპარეზობას გამოეთიშა #1TVSPORT

ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე გრანპრიზე ძიუდოში დღეს მედლების მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრების წევრები – ბაქარ ერაშვილი (90 კგ) და გიორგი ჩიქოვანი (100 კგ) ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც ერაშვილი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

21 წლის ქართველმა ორი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გასასვლელად ავსტრიელ ტომას შარფეტერთან იჭიდავებს. გიორგი ჩიქოვანი კი მეორე წრეში დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრებმა – ზაურ დვალაშვილმა და დიმიტრი გოჩილაიძემ (ორივე – 81 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.