ნათია თურნავა - სასტუმროები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, უმასპინძლონ ათობით და ასობით ადამიანს, უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე
ნათია თურნავა - სასტუმროები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, უმასპინძლონ ათობით და ასობით ადამიანს, უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე

სასტუმროები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ უმასპინძლონ ათობით და ასობით ადამიანს, უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონკრეტული სასტუმროები მხოლოდ შემოწმების შემდეგ შეძლებენ გახსნას.

„სასტუმროებთან დაკავშირებით კრიტერიუმები საკმაოდ მკაფიოა. ისინი გაწერილია სასტუმროებთან ერთად და ყველა ნიუანსი მათთან ერთად იყო გავლილი. სასტუმროები იყვნენ ჩვენი მუდმივი პარტნიორები ამ პროტოკოლების შემუშავებაში. ჯანდაცვის სამინისტრომ დიდწილად გაითვალისწინა მათი შენიშვნები. შეიძლება, რაღაც ნიუანსები თვითონ წარმოიქმნას პროცესში, რადგან არასდროს გვქონია ჩვენ საქმე პანდემიასთან, „კოვიდ 19“-თან, არც ჩვენ და არც კაცობრიობას მთლიანობაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება რაღაც ნიუანსები იყოს, რომელიც ძალიან ოპერატიულად წყდება, ვითვალისწინებთ და ავსახავთ, მაგრამ მიდგომა იქნება საკმაოდ მკაფიო.

თქვენ ხედავთ, რომ კოვიდ ინფიცირების შემთხვევები გრძელდება. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როცა ვერ ვიგებთ, საიდანაა წამოსული ეს შემთხვევები, ეს არის ძალიან საგანგაშო ნიშანი ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, სასტუმროები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ უმასპინძლონ ათობით და ასობით ადამიანს, უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. შესაბამისად, შემოწმების შემდეგ, „მწვანე შუქის“ მიცემის შემდეგ შეძლებენ კონკრეტული სასტუმროები გახსნას. ნუ გვიწყენენ, თუკი ჩვენ ძალიან სკულპულოზურად მივუდგებით სასტუმროებში პროტოკოლების შესრულებას. ეს არის თქვენი, ჩვენი და საზოგადოების ჯანმრთელობის საკითხი“,- განაცხადა ნათია თურნავამ.