ნათია სირაბიძე - აუცილებელია რეგიონული ბიუროების განვითარება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად
კომისიის წევრები საკმაოდ კრიტიკულები არიან, თუმცა ვფიქრობ, სამართლიანები-ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატობის მსურველმა ნათია სირაბიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ კომისიასთან გასაუბრების შემდეგ გააკეთა.
„შანსი რა თქმა უნდა, ყველას აქვს. თავად კომისიის წევრები საკმაოდ კრიტიკულები არიან, თუმცა ვფიქრობ , სამართლიანები. რეალურ შეფასებას დღევანდელი შედეგი გვაჩვენებს. “-განაცხადა ნათია სირაბიძემ და საკუთარი კონცეფციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია რეგიონული ბიუროების განვითარება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება მათი ინტერესების შესაბამისად.
„მე დავსვი ორი მიმართულება: აუცილებელია რეგიონული ბიუროების განვითარება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად. მათ შორის ონლაინ ელექტრონული პლატფორმების ცალკე კონტენტის შემუშავება,”-განაცხადა მან.