NASA-ს ასტრონავტი ჰაიდი ფაიფერი ზუგდიდის ტექნოპარკში ახალგაზრდებს შეხვდა
ამერიკის საელჩოს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, NASA-ს ასტრონავტი ჰაიდი პფაიფერი დღეს ზუგდიდის ტექნოპარკში ახალგაზრდებს შეხვდა. ფაიფერი, NASA-ს ასტრონავტი და აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანი მინესოტადან, საქართველოს 2 დეკემბერს ეწვია.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ასტრონავტმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც მას მამაკაცებით დომინირებულ სფეროებში მუშაობისას შეხვდა და წაახალისა გოგონები, რომ მიჰყვნენ თავიანთ ოცნებებს. როგორც საზღვაო ძალების მყვინთავმა და ხუთი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრმა, ჰაიდი პფაიფერმა გაუზიარა დაინტერესებულ ახალგაზრდებს კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები.
ჰაიდი ფაიფერი დაინტერესდა აშშ-ის ს პროექტ “ამერიკულ ჰაკათონში ” მონაწილე მოსწავლეების ნამუშევრებით. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გააკეთეს “შატლის” მაკეტი.
ასტრონავტი თითქმის ორი საათის განმავლობაში პასუხობდა ახალგაზრდების კითხვებს. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ფაიფერის კოსმოსური ფრენების შესახებ.