NASA-ს „ასტრონავტთა ასტრონავტი“ ჯონ იანგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
NASA-ს „ასტრონავტთა ასტრონავტი“ ჯონ იანგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

NASA-ს ყველაზე გამოცდილი ასტრონავტი ჯონ იანგი, პნევმონიის გართულების შედეგად, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აპოლო 16-ის მისიის ფარგლებში, იანგი იმყოფებოდა მთვარეზე, ასევე ხელმძღვანელობდა „შატლისა“ და „ჯემინის“ პირველ მისიებს.

იყო პირველი ადამიანი, რომელიც ექვსჯერ გაფრინდა კოსმოსში — შვიდჯერ, თუკი ჩავთვლით 1972 წელს მის მეორედ ყოფნას მთვარეზე. ამავე დროს, წარმოადგენდა ერთადერთ ასტრონავტს, რომელიც ხელმძღვანელობდა ოთხი სხვადასხვა ტიპის კოსმოსურ ხომალდს.

შთამბეჭდავი კარიერა იანგმა NASA-ში 1962 წელს დაიწყო, როდესაც ის ასობით ახალგაზრდა პილოტს შორის შეარჩიეს, რათა შეერთებოდა NASA-ს ასტრონავტთა მეორე კლასს.

„დღეს, NASA-მ და მთელმა მსოფლიომ პიონერი დაკარგა. ჯონ იანგის ლეგენდარულმა კარიერამ კოსმოსურ ფრენათა სამ თაობას გასტანა; სწორედ მის მხრებზე ვდგავართ, როდესაც ჩვენ კაცობრიობის ახალ საზღვრებს ვეძებთ“, — აღნიშნავს განცხადებაში NASA-ს ადმინისტრატორი რობერტ ლაითფუტი.

„თავის გაწონასწორებულობით, ტალანტითა და შეუპოვრობით, იანგი იყო ადამიანთა მიერ კოსმოსის კვლევის წინა ხაზი. ის ყოველმხრივ გახლდათ ასტრონავტთა ასტრონავტი“, — აღნიშნავს ლაითფუტი.

1962 წელს, ნილ არმსტრონგთან და ჯიმ ლოველთან ერთად NASA-ს მიერ ასტრონავტად შერჩეული იანგი მონაწილეობდა „ჯემინის“, „აპოლოსა“ და „შატლის“ ორ-ორ მისიაში. იყო დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი ადამიანი სულ იმ სამიდან, რომელმაც მთვარეზე ორჯერ იმყოფებოდა და იყო მეცხრე ადამიანი, რომელმაც მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგა.

საერთო ჯამში, იანგმა კოსმოსურ ფრენებში გაატარა 34 დღე, 19 საათი და 39 წუთი, მათ შორის, 20 სთ და 14 წთ დააბიჯებდა მთვარეზე.

„ვფიქრობ, ძალიან იღბლიანი ადამიანი ვიყავი“, — განაცხადა იანგმა 2004 წელს, როდესაც NASA-ში 42-წლიანი სამსახურის შემდეგ პენსიაში გავიდა.

 

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით

 

დატოვე კომენტარი