იტალიელმა ასტრონავტმა ამაზონის ტყეებში ხანძრების ფოტო კოსმოსიდან გადაიღო
იტალიელმა ასტრონავტმა ამაზონის ტყეებში ხანძრების ფოტო კოსმოსიდან გადაიღო.
ლუკა პარმიტანომ სურათი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გაავრცელა.
„ათასობით კილომეტრზე გავრცელებული კვამლი, რომელიც ადამიანების საქმიანობის გამო ამაზონის ტყეებში გაჩენილმა ათობით ხანძარმა გამოიწვია“, – დაწერა იტალიელმა ასტრონავტმა „ტვიტერის“ გვერდზე.
ამაზონის ტყეებში წლის დასაწყისიდან რეკორდული რაოდენობით ხანძარი გაჩნდა.
Il fumo, visibile per migliaia di chilometri, di decine e decine di incendi dolosi nella foresta amazzonica. #noplanetB #MissionBeyond pic.twitter.com/WAuHyBnlgt
— Luca Parmitano (@astro_luca) 26 August 2019